ლატვიის პრემიერი: რუსეთს უკრაინაში დამატებითი ჯარები შეჰყავს
ლატვიის პრემიერმინისტრმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთს დონბასში დამატებითი სამხედრო ნაწილები შეჰყავს.
"ნებისმიერი დეფინიციით, ეს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთაა", - თვქა პრემიერმა.
კარინშის თქმით, ეს ძალები პუტინმა ლუჰანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ შეიყვანა.
CNN-ს ორმა განსხვავებულმა წყარომ განუცხადა, რომ პუტინმა დონაბსში "სამშვიდობო ძალები" შეიყვანა.