ლატვიის პრემიერი: უკრაინისთვის ევროპის კარი ღიაა
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა დღეს დილით განაცხადა, რომ ევროპელმა ლიდერებმა უკრაინას მკაფიო სიგნალი მისცეს, რომ "მათთვის ევროპისკენ გზა ხსნილია."
ლატვიის ლიდერმა ასევე აღნიშნა: "მე ვფიქრობ, რომ ახლა ერთიანი უნდა ვიყოთ - არანაირი დებატი არ ყოფილა მხარს დავუჭერთ თუ არა უკრაინას, ყველა ერთ პოზიციაზეა, რომ გვსურს უკრაინის მხარდაჭერა." მიუხედავად ამისა, კარინშმა თქვა, რომ "ეს ძალიან რთული დისკუსიაა, რადგან გარემოებებია რთული. ჩვენ ვფიქრობთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? და საბოლოოდ შედეგის ის არის, რომ რა თქმა უნდა, უკრაინისთვის [ევროპის] კარი ღიაა."
სანქციების შესახებ ლატვიის პრემიერმა თქვა, რომ ბოლო ორ კვირაში ახალი ზომების მიღების მიმართულებით მნიშნველოვანი პროგრესია.
კარინში ევროპაში რუსული გაზისა და ნავთობის ემბარგოს ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია. მისი თქმით, სიტუაციის განვითარებასთან ერთად, სანქციები კიდევ უფრო დამძიმდება.