ლატვიის პრეზიდენტი: უკრაინის აღდგენაში მონაწილეობას მივიღებთ
ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა, რომელიც დღეს კიევში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ლატვია დაეხმარება უკრაინას ქვეყნის აღდგენაში. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
"დღეს კიევში ვარ, რათა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავარწმუნო, რომ ლატვია გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას ამ ომში გამარჯვებამდე. ლატვია თქვენი მხარდამჭერია. ლატვია უკრაინას რეკონსტრუქციაში დაეხმარება", - წერს ლევიტსი.
მან მარიინსკის სასახლის შესასვლელთან ზელენსკისთან შეხვედრის მომენტის ფოტოც გამოაქვეყნა.