ლავროვი: თალიბანის აღიარებას არ ვაპირებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თალიბანის საერთაშორისო აღიარება არ იგეგმება.

"თალიბანის აღიარება არ განიხილება," - თქვა სერგეი ლავროვმა.

ლავრომა განცხადება ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა.

აგვისტოში, თალიბანის მიერ ქაბულის აღების შემდეგ, რუსეთმა ოპტიმიზმი გამოთქვა თალიბანთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე.

"ავღანეთში ცუდი რეჟიმი შეცვალა და ახლა ხალხი ოპტიმისტურად არის განწყობილი," - განაცხადა ავღანეთში რუსეთის ელჩმა დმიტრი ჟირნოვმა. "წესრიგის აღდგენის შემდეგ, მათ სოციო-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება უნდა დაიწყონ."

 

 

მსგავსი სიახლეები