Le Figaro: მაკრონსა და სარკოზის შორის ელიზეში საიდუმლო შეხვედრა შედგა
ფრანგული გაზეთი Le Figaro იუწყება, რომ დღეს დილით, 3 მაისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელიზეს სასახლეში მისი ერთ-ერთი წინამორბედი, ნიკოლა სარკოზი მიიღო.
გაზეთის ცნობით, საუბარი მომავალ საპარლამენტო არჩევნებს შეეხებოდა, სადაც მაკრონის პარტია La Republique En Marche უმრავლესობის შენარჩუნებას შეეცდება.
თავის მხრივ "რესპუბლიკელები", გოლისტური პარტია, რომელსაც ნიკოლა სარკოზი წარმოადგენს, გადარჩენისთვის იბრძვის. "რესპუბლიკელების" კანდიდატმა ვალერი პეკრესმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 5%-ზე ნაკლები მიიღო და პარტია საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის შინაარსზე არც ერთი მხარე აკეთებს კომენტარს, Le Figaro-ს წყაროების ინფორმაციით, მაკრონმა და სარკოზიმ მაჟორიტარული ოლქების განაწილების შესახებ ისაუბრეს.
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურები 12 და 19 ივნისს გაიმართება.