ლიბანის პარლამენტის უცვლელი თავმჯდომარე მეშვიდე ვადით აირჩიეს

ლიბანის პარლამენტის თავმჯდომარე ნაბიჰ ბერი მეშვიდე, ოთხწლიანი ვადით აირჩიეს.

84 წლის პოლიტიკოსმა საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა მიიღო.

ბერი სპიკერის თანამდებობას 1992 წლიდან იკავებს.

15 მაისს ლიბანის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ბლოკმა ვერ შეძლო.

უმრავლესობა დაკარგა ირანის მხარდაჭერილმა გასამხედროებულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ, რომლის მოკავშირე პარტია თავისუფალმა პატრიოტულმა მოძრაობამ ყველაზე მსხვილი ქრისტიანული პარტიის სტატუსი დაკარგა.

ბერი შიიტური პარტია ამალის ლიდერია, რომელიც ჰეზბოლასთან დაახლოებულ ჯგუფად მოიაზრება.

ორ გავლენიან ძალას ერთად 128 წევრიან პარლამენტში 27 დეპუტატი ჰყავს.

ჯამში ჰეზბოლას ბლოკი 61 მანდატს აკონტროლებს.

„ჩემს ხელს ვუწვდი ყველას, ვინც ლიბანის გადასარჩენად თანამშრომლობას აპირებს“, - განაცხადა ახლადარჩეულმა სპიკერმა.

ბერიმ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა ე. წ. „დამოუკიდებლების“ ჯგუფში.

ბოლო არჩევნების შედეგად პარლამენტში შესვლა 13-მა უპარტიო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოახერხა, რაც სექტარიანული პოლიტიკით გამორჩეულ ლიბანში ახალ ფენომენს წარმოადგენს.

ლიბანური პოლიტიკის კონსტანტად შერაცხულ ბერის ბევრი არსებული კრიზისის სიმბოლოდ მიიჩნევს.

„ის წარმოადგენს ყველაფერ იმას, რაც დღეს ლიბანის სისტემას სჭირს - დღეს არა მხოლოდ კლეპტოკრატია, არამედ გერონტოკრატია გვაქვს“, - ამბობს კარიმ ემილ ბიტარი, ბეირუთში არსებული პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები