ლიეტუვა და პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერენ

ლიეტუვა და პოლონეთი ერთობლივად უჭერენ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის შესახებ 1 მარტს, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ Twitter-ზე დაწერა.

"დღეს დილით გადაუდებელი საკოორდინაციო ზარი განვახორციელე ჩემ მეგობარ ანდჟეი დუდასთან. ჩვენ გავცვალეთ აზრები ევროპული ძალისხმევის გაძლიერებაზე რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთობლივად მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და გავაგრძელებთ მხარდაჭერას", - წერს ნაუსედა.

ანალოგიური განცხადება გააკეთა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ.

 

მსგავსი სიახლეები