ლიეტუვა რუსულ გემებს პორტების გამოყენებას აუკრძალავს

 

ლიეტუვას მთავრობა დღეს გადაწყვეტს აუკრძალოს თუ არა რუსულ გემებს საკუთარი პორტებით სარგებლობის უფლება. 

"აგრესორი ქვეყნის დროშით მოცურავე გემებს კლაიპედას პორტით სარგებლობა არ უნდა შეეძლოთ" - განაცხადა მარიუს სკუოდისმა, ლიეტუვას ტრანსპორტის მინისტრმა  

კლაიპედას პორტი ყველაზე ქვეყნის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პორტია. სავარაუდოა, რომ მთავრობა მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას და რუსული დროშით მოცურავე, ან რუსულ კომპანიებთან დაკავშირებულ ხომალდებს, აკრძალვას დაუწესებს

მსგავსი სიახლეები