ლიეტუვა სანქცირებულ რუსული საქონლის კალინინგრადისკენ გატარებას დათანხმდა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვილნიუსი რუსეთიდან კალინინგრადის ექსკლავში სანქცირებულ საქონელს გაატარებს.
ლიეტუვამ კალინინგრადისკენ სარკინიგზო ტრანზიტი 17 ივნისს გააჩერა ევროკავშირის სანქციების ამოქმედების გამო.
სანქციების პაკეტი ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული საქონლის (არაყი, ფოლადი და სხვა) გატარებას კრძალავს.
თუმცა, მოსკოვი ლიეტუვას კალინინგრადის დე-ფაქტო ბლოკადაში დასდო ბრალი.
ბრიუსელის განახლებული პოლიტიკის მიხედვით, კალინინგრადში საქონლის ტრანზიტი წინა წლებში არსებული მოცულობის ფარგლებში დასაშვები იქნება.
სამხედრო და ორმაგი გამოყენების საქონლის ტრანზიტი კვლავ აკრძალული რჩება.
კალინინგრადი ევროპის კონტინენტზე რუსეთის ექსკლავს წარმოადგენს, რომელიც ძირითად ტერიტორიას ლიეტუვის და ბელარუსის გავლით უკავშირდება.