ლიეტუვამ უკრაინისთვის გადასცემად NASAMS-ის ორი სისტემა შეიძინა

უკრაინა ლიეტუვისგან NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ორ გამშვებს მიიღებს. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გამოაცხადა.

"ლიეტუვამ შეიძინა NASAMS-ის ორი გამშვები მოწყობილობა, რომლებიც უკრაინას გადაეცემა. საჰაერო თავდაცვა არის მთავარი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში," - დაწერა ნაუსედამ თავის Twitter-ზე.

უახლოეს მომავალში, დანადგარები სრულად იქნება მზად უკრაინის არსებულ დანაყოფებში ინტეგრაციისთვის, რაც შეავსებს და გააფართოვებს ნორვეგიისა და შეერთებული შტატების მიერ გადაცემული NASAMS-ის სისტემების ოპერატიულ შესაძლებლობებს.

ლიეტუვის პრეზიდენტი ელის, რომ ივლისში, ვილნიუსის ნატოს სამიტზე მიიღებენ უფრო კოლექტიურ გადაწყვეტილებების უკრაინის მხარდასაჭერად.

გარდა ამისა, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის არვიდას ანუსაუსკასის თქმით, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს 10 ჯავშანტრანსპორტიორ M113-ს. ჯამში ლიეტუვის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ამ ჯავშანტრანსპორტიორის საერთო რაოდენობა 72 ერთეულს მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები