ლიეტუველმა მოხალისეებმა უკრაინისთვის ისრაელში 16 საზენიტო რადარი შეიძინეს
ლიეტუველი მოხალისეების ორგანიზაცია Blue/Yellow-მ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 16 რადარი შეიძინა. ამის შესახებ ორგანიზაციამ ფეისბუქზე 24 აპრილს განაცხადა.
მოხალისეების თქმით, რადარების მთელი პარტია უკვე ლიეტუვაშია. სამი რადარი უკრაინაში გაიგზავნა, დანარჩენებს კი ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ.
უკრაინის არმიისთვის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენი თანხა ლიეტუვის მოქალაქეებმა შეაგროვეს.
"ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის წყალობით, უკრაინის დახმარებით, ლიეტუვამ უკვე მოახერხა განსაკუთრებული სახელის მოპოვება თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო წრეებში, სადაც ბევრად უფრო სერიოზული მოთამაშეები არიან. ამიტომ, ზოგიერთ შემთხვევაში, მხოლოდ ლიეტუვისა და უკრაინის ხსენება გარკვეულ ბორბლებს უფრო სწრაფად ატრიალებს", - აცხადებს Blue/Yellow-ს ერთ-ერთი ლიდერი იონას ოჩმანი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების ჯგუფმა რადარებზე მუშაობის წვრთნა მარტის შუა რიცხვებში უკვე გაიარა.
Мілітарний წერს, რომ საუბარია RADA ieMHR-ის სარადარო სისტემებზე, რომლებიც შექმნილია საჰაერო ობიექტების აღმოსაჩენად. მათ უნდა გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა რუსული საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ.
ამ კლასის აღჭურვილობას სკანირების ზონაში შეუძლია თუნდაც მცირე სამიზნეები აღმოაჩინოს და კომპლექსის ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია მტრის საჰაერო სამიზნეების პოზიციისა და სიმაღლის შესახებ.