ლიეტუვის პრემიერი: ომში პუტინის სტრატეგია არის უკრაინის გამოფიტვა
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ გამოფიტვის სტრატეგია აირჩია.
ამ ინფორმაციას Delfi ავრცელებს.
შიმონიტეს თქმით, პუტინის სტრატეგია მომავალში არის "დამქანცველი ომი, ხანგრძილივი გამოფიტვა."
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ გზით პუტინი ცდილობს გავლენა მოახდინოს უკრაინის დახმარების ტემპსა და მოცულობაზე.
"შემდეგ ხელისუფლებაში მოვლენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საერთოდ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას. მე ვხედავ ამის რეალურ შესაძლებლობას." - განაცხადა შიმონიტემ.
გუშინ გერმანიაში უკრაინის ელჩმა ოლექსი მაკეევმა უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდების შეფერხებებს მიზეზად უკრაინის არმიის კონტრშეტევის დაბალი ტემპი დაასახელა.
მანამდე ევროკომისარმა ვირგინიუს სინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ ულტრამემარჯვენე ძალებს ევროკავშირის მომავლისთვის და უკრაინის მხარდაჭერისთვის საფრთხედ ხედავს.
გასულ კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის ტემპზე მედიის კრიტიკაზე ისაუბრა და დასავლეთს კიევისთვის დახმარების გაგრძელებისა და მოთმინებისკენ მოუწდა.