შვედეთი უკრაინას $46.9 მილიონის საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს

შვედეთი უკრაინას 500 მილიონი კრონის ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალას (დაახლოებით 46.9 მილიონი აშშ დოლარი) გადასცემს.
ამის შესახებ Twitter-ზე 31 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ განაცხადა.
"შვედეთის მთავრობა უკრაინას 500 მილიონი შვედური კრონის ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს", - წერს ლინდე.
მან აღნიშნა, რომ ეს არ არის უკრაინისთვის განკუთვნილი შვედური დახმარების ბოლო პაკეტი.
ლინდეს თქმით, შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაცია და შეიარაღებული ძალები განიხილავს უკრაინისთვის 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა Archer-ის, გადასატანი საზენიტო კომპლექსი RBS70-ის და სხვა შეიარაღების გადაცემას.
"შვედეთი უკრაინის გვერდით დგას", - შეაჯამა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.