ლუკაშენკო: ევროკავშირის ბაზარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ, მზად არ ვართ
ბელარუსის დიქტატორმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბელარუსი არ არის მზად უარი თქვას ევროკავშირთან ვაჭრობაზე.
ამის შესახებ ლუკაშენკომ მთავრობის კაბინეტთან შეხვედრისას ისაუბრა.
"ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავტოვებთ ევროკავშირის ბაზარს, ის ჩვენი უახლოესი მეზობელია. ჩვენ ექსპორტის ნახევარი მემგონი ევროკავშირზე მოდიოდა, მათთან უნდა ვიმუშაოთ. პოლიტიკოსებს სიგიჟე უკანა პლანზე გადადის, ბიზნესი ბიზნესია", - თქვა ლუკაშენკომ.
მაგალითად ლუკაშენკომ მინერალურ სასუქებსა და ნავთობპროდუქტებზე მაღალი საერთაშორისო მოთხოვნა დაასახელა:
"ჩვენ უნდა შევქმნათ მომარაგების ახალი ჯაჭვები, რათა ევროპასთან უფრო მეტი ვივაჭროთ".
გასულ დღეებში ლუკაშენკომ ღიად გააკრიტიკა თავისი ელჩები ევროპულ სახელმწიფოებში და დიპლომატებს მოუწოდა უფრო მეტად დაკავდნენ ვაჭრობის საკითხებით და ნაკლებად იწუწუნონ იმაზე, "თუ როგორი უსამართლოა სანქციები."