ლვოვის მერია: რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ლვოვში 18 მარტის დილას რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, აცხადებს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია.

უწყების თანახმად, რვა პირი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

დღეს დილით ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ ქალაქზე ხუთი სარაკეტო იერიში განხორციელდა.

„რუსები უკრაინულ ქალაქებზე ბარბაროსულ საჰაერო იერიშს აგრძელებენ და მსოფლიოს ცინიკურად ეუბნებიან, რომ უკრაინელების დახოცვის უფლება აქვთ“, - განაცხადა ლვოვის თავდასხმაზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა.

რუსეთის გენშტაბი უკრაინაში ომის მთავარ ამოცანად დონბასის სრულ ოკუპაციას აცხადებს. 

მიუხედავად ამისა, რუსული საოკუპაციო ძალები დარტყმებს მთელი უკრაინის მასშტაბით ახორციელებენ. 

 

მსგავსი სიახლეები