მაკფოლი: რაც საქართველოში ხდება ძალიან დამთრგუნველია
მიხეილ სააკაშვილის დაკავებას მაიკლ მაკფოლი, რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი გამოეხმაურა. ტვიტერზე გაკეთებულ განცხადებაში, მან საქართველოში მიმდინარე მოვლენები კრიტიკულად შეაფასა.
"რაც საქართველოში ხდება ძალიან დამთრგუნველია. ბაიდენმა განაცხადა, რომ მას მსოფლიოში დემოკრატიის მხარდაჭერა სურს. ვფიქრობ, რომ მეტის გაკეთება ქართული დემოკრატიის დასაცავად, კარგი დასაწყისი იქნება."
მან ასევე მოიყვანა ამონარიდი ეუთოს სადამკვირვებლო მისიიდან, სადაც ნათქვამია, რომ დაშინებამ არჩევნების პროცესი გააუარესა.
მაიკლ მაკფოლი რუსეთში ელჩის პოზიციას 2012-2014 წლებში, ბარაქ ობამას პრეიზდენტობის დროს იკავებადა.