მაკრონი: არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა, რომ მოხარულია პარიზში მისი მიღებით. პრეზიდენტების შეხვედრა 3 ოქტომბერს ელისეს სასახლეში გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ, გვიან ღამით, მაკრონის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ტექსტი, რომ მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს, რაც აყალიბებს პირობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს შეუძლია საქართველოს მისცეს ევროპულ გზაზე დაბრუნების საშუალება.
"ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ გიმასპინძლე პარიზში!
საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ, დემოკრატიულ მისწრაფებებს და იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას". - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.