მაკრონი: იტალიასთან და გერმანიასთან ერთად მხარს ვუჭერთ უკრაინის კანდიდატობას
საფრანგეთი, გერმანია, იტალია და რუმინეთი მხარს უჭერენ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას.
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. დღეს კიევს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და რუმინეთის პრეზიდენტები ეწვივნენ.
ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოების ლიდერებმა უკრაინას დამატებითი ეკონომიკური და სამხედრო დახმარება აღუთქვეს.
საუბარი შეეხო უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე განაცხადის შევსებას.
"ოთხივე ჩვენგანი მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას. ამ სტატუსს მოჰყვება საგზაო რუკა, გათვალისწინებული იქნება დასავლეთ ბალკანეთში არსებული ვითარება, კერძოდ მოლდოვაში",- განაცხადა მაკრონმა.
მასალა განახლებადია.