მაკრონი რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს

 

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმათ, რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესდება. 

პერსონალური სანქციები ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნება, რასაც პრეზიდენტ მაკრონის მიერ ინიცირებულ სანქციების პაკეტში უნდა ველოდოთ. სავარაუდოა, რომ მიზანში ფინანსური ანგარიშების გაყინვაა ამოღებული. 

ამავდროულად, სანქციების ნაწილი რუსულ მედიასაც შეეხება და როგორც ემანუელ მაკრონი იტყობინება, დეზინფორმაციის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგება. 

ახალი სანქციების შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი ჯერ არ არის. 

მსგავსი სიახლეები