მაკრონი: სომხეთი დათანხმდა აზერბაიჯანის საზღვართან ევროკავშირის მისიის ჩადგომას
გუშინ, 6 ოქტომბერს, პრაღის სამიტის მსველობისას გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის.
ემანუელ მაკრონის თანახმად, აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველმა პირებმა განამტკიცეს გაეროს ქარტიისა და ალმა ატას 1991 წლის ხელშეკრულების მხარდაჭერა, რითაც "ორივე მხარე ცნობის ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს".
გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტის ცნობით, სომხეთი დათანხმდა აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის "სამოქალაქო" მისიის ჩამოყალიბებას. აზერბაიჯანი, თავის მხრივ, "თანამშრომლობაზე თანახმაა".
როგორც მაკრონის განცხადებაში ვკითხულობთ, "მისიის მიზანი ნდობის შენება და ანგარიშების მეშვეობით, საზღვრის კონტროლში წვლილის შეტანაა".