მაკრონმა ირანის ახალ პრეზიდენტს მოუწოდა, რუსეთს უკრაინასთან ომში მხარი არ დაუჭიროს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ორშაბათს, 29 ივლისს, ტელეფონით ესაუბრა ირანის ახალ პრეზიდენტს, მასუდ პეზეშკიანს და მოუწოდა, მხარი არ დაუჭირონ რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომში.
საფრანგეთის ლიდერმა მას მოუწოდა, მხარი არ დაუჭიროს რუსეთის "დამპყრობელ ომს" უკრაინის წინააღმდეგ.
მან ირანის პრეზიდენტს ასევე უთხრა, რომ "ყველაფერი გააკეთს, რათა თავიდან აიცილოს სამხედრო ესკალაცია" ისრაელსა და ლიბანს შორის გოლანის მაღლობებზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ და ირანს მოუწოდა, "შეწყვიტოს დესტაბილიზაციის მხარდაჭერა" ახლო აღმოსავლეთში.
2022 წლიდან ირანი რუსეთს აწვდის Shahed-ის საბრძოლო დრონებს, რომლებიც უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოიყენება. დასავლური დაზვერვის თანახმად, თეირანმა შესაძლოა მოსკოვს ბალისტიკური რაკეტებიც გადასცეს, როგორც ეს ჩრდილოეთ კორეამ უკვე გააკეთა.
გარდა ამისა, ირანი და რუსეთი ერთობლივად ეწინააღმდეგებიან დასავლურ სანქციებს.
ირანის ახალმა პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა, რომელიც რეფორმისტული ფრთის წარმომადგენელად ითვლება, თანამდებობა 28 ივლისს დაიკავა. მისი წინამორბედი ებრაჰიმ რაისი მაისში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.
პრეზიდენტი ირანის პოლიტიკურ სისტემაში არ არის ყველაზე გავლენიანი ადამიანი. სრული ძალაუფლება უზენაესი სულიერი ლიდერის (აიათოლას) ხელშია.