მალიარი: ბახმუტის მიმართულებით 16 კვ. კმ-ზე დავამყარეთ კონტროლი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით 16 კვ.კმ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი.
"ჯარის წინსვლა: მარცხენა ფლანგი - 1.5 კმ, მარჯვენა ფლანგი - 3.5 კმ; დეოკუპირებული ტერიტორიის ფართობი - 16 კვ.კმ." - განაცხადა მალიარმა.
მან განმარტა, რომ საუბარი იყო ბახმუტის მიმართულებით გასული კვირის წარმატებებზე.
გარდა ამისა, გუშინ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ უკრაინა ბახმუტის მიმართულებით საკუთარ კონტროლს აფართოვებს.
"განსაკუთრებით მადლობელი ვარ ბახმუტისთვის - ამ მიმართულებით, კონტროლს ვზრდით." - განცხადა ზელენსკიმ.
პოლიტიკოსებისა და ანალიტოკსების აზრით, უკრაინამ დაანონსებული კონტრშეტევა უკვე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, გათავისუფლდა რამდენიმე დასახლება.