მალიარი: სამხრეთით, წინ მივიწევთ - თითოეული მიმართულებით 2 კმ-მდე
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალარი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით და თავდაცვით მოქმედებებს. ქვეყნის სამხრეთში მათ ტაქტიკური წარმატება აქვთ და წინ მიიწევენ.
"უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ როგორც შეტევით, ისე თავდაცვით ოპერაციებს და აქვთ ნაწილობრივი წარმატება. ჩვენი ჯარები მოქმედებენ მტრის საჰაერო და საარტილერიო უპირატესობის პირობებში.
იმ რაიონებში, სადაც თავდაცვაზე ვართ, არც ერთი პოზიცია არ დაკარგულა და მტერი წინსვლას ვერ ახერხებს.
აღმოსავლეთით უკრაინის თავდაცვის ძალები აწარმოებენ როგორც თავდაცვას, ასევე კონტრშეტევას. აქ მტერი ცდილობს ჩვენი ჯარები თავიანთი პოზიციებიდან განდევნოს, გვიტევს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, განსაკუთრებით აქტიურად ლიმანში." - აღნიშნა მალიარმა.
ბახმუტის მიმართულებით, მალიარის თქმით, საომარი მოქმედებების საერთო ინტენსივობა გარკვეულწილად შემცირდა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინული ჯარები ცალკეულ რაიონებში უტევენ, იკავებენ დომინანტურ სიმაღლეებს, ტყის სარტყელებს, რათა თანდათან განდევნონ მტერი ბახმუტის მისადგომებიდან. თუმცა, მტერი ყველაფერს აკეთებს თავდაცვის ძალების შეტევითი მოქმედებების შესაჩერებლად.
სამხრეთით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ შეტევითი ოპერაციებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით.
მისი თქმით, სამხრეთით, თითქმის ყველა სექტორსა და მიმართულებაზე, უკრაინელებს აქვთ ტაქტიკური წარმატება: "ისინი თანდათან წინ მიიწევენ. ამ დროისთვის, თითოეული მიმართულებით ორ კილომეტრამდე."
ზოგიერთ გათავისუფლებულ პოზიციებსა და დასახლებებში უკრაინული ჯარის კონსოლიდაციის პროცესი გრძელდება.
მალიარმა აღნიშნა, რომ ბერდიანსკის და მარიუპოლის მიმართულებებზე მტერი სხვა მიმართულებიდან აგროვებს ჯარებს და ზრდის ცეცხლის ზემოქმედებას.