მალიარი: უკრაინის არმიამ აღმოსავლეთში რამდენიმე მიმართულებით შეტევა დაიწყო
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალარი აცხადებს, რომ შაბათს, აღმოსავლეთ უკრაინაში თავდაცვის ძალებმა რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად დაიწყეს შეტევა.
"აღმოსავლეთის ძალების დაჯგუფებამ დღეს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით შეტევა დაიწყო. ორეხოვო-ვასილიევკას, ბახმუტის, ბოგდანოვკას, იაგოდნოეს, კლეშჩეევკას, კურდიუმოვკას მიმართულებით. პროგრესი ყველა ფრონტზეა." - წერს მალიარი.
მისი თქმით, მტერი ცდილობდა წინსვლას კუპიანსკის, ლიმანის და მარიინკის მიმართულებით, მაგრამ პროგრესი არ აქვს. ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებით მტერმა საავიაციო და საარტილერიო დაბომბვა დაიწყო. სამხრეთით მძიმე ბრძოლები შეტევის ყველა მიმართულებაზე გრძელდება.
"მტერი თავდაცვაშია და დიდ ძალისხმევას მიმართავს ჩვენი შეტევითი მოქმედებების შესაჩერებლად. ამავდროულად, მტერს პერსონალის, იარაღისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს." - თქვა მალიარმა.