მარიუპოლის მერის მოადგილე: ქალაქში მოკლულია 1207 ადამიანი
მარიუპოლის მერის მოადგილემ, სერგეი ორლოვმა BBC-ის რუსულ სამსახურთან საუბარში განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან ამ დრომდე ქალაქში 1207 ადამიანი მოკლული.
ორლოვის თქმით, გარდაცვლილთა იდენტიფიცირება შეუძლებელია - "ეს უბრალოდ გვამებია, რომლებიც ქუჩებში ავკრიფეთ."
ორლოვის მიერ დასახელებული რიცხვის დამოუკიდებელი დადასტურება ამ დრომდე არ არსებობს.
მერის მოადგილის თქმით, გარდაცვლილებს საერთო სასაფლაოებში კრძალავენ, რადგანაც ქალაქგარეთ მდებარე სასაფლაომდე მიღწევა გაუჩერებელი დაბომბვების გამო პრაქტიკულად წარმოუდგენელია.
ორლოვის თქმით, ადამიანებს ამ დრომდე არ შეუძლიათ ქალაქიდან გასვლა ნებისმიერ ტიპის დახმარების მისაღებად.
აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი უკვე რამდენიმე დღეა ოკუპანტების ალყაშია. ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა, მას არ მიეწოდება არც წყალი, არც ელექტროენერგია.
უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშეკის თქმით, მარიუპოლში მწვანე კორიდორი დღესაც ვერ შედგა და ქალაქიდან ვერ გავიდა ვერ ცერთი ადამიანი.