მასკი: უკრაინის მხარდაჭერას ვეთანხმები, მაგრამ ამერიკის საქმეები პრიორიტეტულია

ამერიკელი მილიარდერის, Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის თქმით, ეს ეთანხმება უკრაინის დახმარებას, მაგრამ არა ამერიკული ინტერესების საზიანოდ. 

"უკრაინის დახმარებას ვეთანხმები, მაგრამ ამერიკის საქმეები ცალსახად პრიორიტეტულია",- წერს მასკი. 

ბიზნესმენს არაერთხელ დაუყენებია ეჭვქვეშ აშშ-ს მიერ უკრაინის დახმარების მიზანშეწონილობა. რამდენიმე დღის წინ მასკმა თავის გვერდზე ვოლოდიმირ ზელენსკის დამცინავი ე.წ. მიმი გამოაქვეყნა. 

კონტექსტი 

მასკის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინას 100 მილიონი დოლარი შესწირა, ხოლო მის მიერ დაარსებული Starlink-ის ინტერნეტი რაღაც დროის განმავლობაში უფასო იყო. 

Starlink-ის ტერმინალები სამხედრო ექსპერტების აზრით საკვანძო როლს ასრულებს უკრაინის არმიის ძალისხმევაში - სატელიტური ინტერნეტის მეშვეობით უკრაინელი მებროლები ამყარებენ კავშირს სხვადასხვა დანაყოფსა და რგოლის შორის. 

მსგავსი სიახლეები