მელონი: უკრაინის მხარდაჭერის შემცირება შეცდომა იქნება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ ხაზი გაუსვა რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას.
ამის შესახებ მან სენატში გამოსვლისას განაცხადა.
მელონიმ აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს მომავალ სხდომაზე აპირებს კიდევ ერთხელ გამოუცხადოს უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა.
"ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომა უკრაინის მხარდაჭერის შემცირებით," - განაცხადა იტალიის პრემიერმა.
მელონის თქმით, იტალია ეძებს "არა მხოლოდ აწმყოს, არამედ მშვიდობიან მომავალს, უკრაინის ევროპულ მომავალს."
ოქტომბრის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრთან ჯორჯა მელონისთან შეხვედრაზე განიხილა დახმარების სამომავლო პაკეტი და ორმხრივი შეთანხმება "უსაფრთხოების გარანტიებზე."
ხოლო იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მერვე პაკეტის გადაცემისთვის მზადებაზე ისაუბრა.