მექსიკაში ცნობილი ნარკობარონი რაფაელ კარო კინტერო დააკავეს

აშშ-ს ძებნილთა სიაში მყოფი მექსიკელი ნარკობარონი რაფაელ კარო კინტერო, დასავლეთ სინალოაში დააკავეს.

რაფაელ კარო კინტერო ბრალდებულია მოტაცებაში, წამებასა და ამერიკელი აგენტის მკვლელობაში, რომელიც 1985 წელს მოხდა. 

მექსიკის საზღვაო ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, ნარკობარონი ბუჩქებში იმალებოდა, რა დროსაც სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლმა იპოვა. 

კინტეროს დაკავებას ამერიკული მხარეც გამოეხმაურა, ისინი ნარკობარონის სასწრაფო ექსტრადაციას მოითხოვენ. 

რაფაელ კარო კინტერო ერთ-ერთია იმ სამი ადამიანიდან, რომლებმაც გვადალახარას კარტელი დაარსეს.

მან  ამერიკელი აგენტის ენრიკე კამარენას მკვლელობისთვის, ციხეში 28 წელი გაატარა, თუმცა 2013 წელს სასამართლომ მას 40 წლიანი პატიმრობა შეუცვალა და გაათავისუფლა. ოფიციალური მიზეზი ის გახდა, რომ კინტერო შტატის სასამრთლოს უნდა გაესამართლებინა, ნაცვლად ფედერალური სასამართლოსა. 

მოგვიანებით, ეს მექსიკის უზენაესმა სასაამრთლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა, მაგრამ რაფაელ კარო კინტერო გაიქცა და მიმალვაში იმყოფებოდა. 

ამერიკული მხარის ინფორმაციით, 2013 წლის შემდეგ, მექსიკელმა დამნაშავემ ნარკოტიკებით ვაჭრობა განაახლა, რისთვისაც $20 მილიონიანი ჯილდო იყო დაწესებული. 

რაფაელ კარო კინტერო Netflix-ის მიერ გადაღებული ცნობილი სერიალი Narcos-ის ერთ-ერთი მთავარი პროტაგონისტია. 

მექსიკის საზღვაო ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნარკობარონის დაკავების დროს ვერტმფრენი ჩამოვარდა, რამაც 14 სამართალდამცავის გარდაცვალება გამოიწვია. 

მსგავსი სიახლეები