MiG-29 უკრაინისთვის - პოლონეთი და სლოვაკეთი ცის დაცვაზე შეთანხმდნენ

პოლონეთი და სლოვაკეთი შეთახმდნენ, რომ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის შემთხვევაში პოლონეთის სლოკავეთის ცას დაიცავს. საუბარია სლოვაკეთის საკუთრებაში არსებული საბჭოთა წარმოების MiG-29 ტიპის თვითმფრინავებზე, რომელთა უკრაინისთვის გადაცემაც ომის დაწყების პირველ კვირებში აქტიურად განიხილებოდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს. 

გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ შეთანხმების შემთხვევაში პოლონეთი მზად არის სლოვაკეთის ცა ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის თვითმფრინავებით დაიცვას. ამან კი შესაძლოა დააჩქაროს სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის გადაწყვეტილება. 

გამოცემის ცნობით, ცის პატრულირებაზე საბოლოო შეთანხმება პარასკევს ბრატისლავში, თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე მოხდა. პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მათი ეს ერთობლივი ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლადაა მიმართული. 

"პოლონეთი დაიცავს სლოვაკეთის ცას, როდესაც ჩვენ გადავწყვეტთ თვითმფრინავების გადაცემას",- განაცხადა იაროსლავ ნადმა, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა. ამასთანავე, მას არ დაუკონკრეტებია თუ როდის დაიწყებდნენ პოლონორი თვითმფრინავები სლოვაკეთის ცაში პატრულირებას. 

სლოვაკეთს აქამდე ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ უკრაინას თვითმფრინავებს გადაცემენ, თუმცა ამის შესაძლებლობაზე ღიად საუბრობდნენ და მიანიშნებდნენ, რომ ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში მათ საკუთარი საჰაერო სივრცის დასაცავად ალტერნატივა დაჭირდებათ. 

მაღალი ალბათობით პოლონეთთან მიღწეული შეთანხმება ამ ალტერნატივას ფარავს. თავისი მხრივ სლოვაკეთი საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ფლოტის ჩანაცვლებას დიდი ხანია ცდილობს. ამ მიზნით, 2019 წელს სლოვაკეთმა 800 მილიონი დოლარის მოცულობის შეთანხმება გააფორმა ამერიკულ Lockheed Martin-თან. 

F-16-ის ტიპის თვითმფრინავები სლოკავეთს 2020 წლის იანვარში უნდა მიეღო, თუმცა შეკვეთის დამზადება დაგვიანდა. უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემა გაზრდის წნეხს აშშ-ზეც F-16- დროულ მიწოდებასთან დაკავშირებით. 

პოლონეთი და სლოვაკეთი ომის დაწყების დღიდან უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის კუთხით ლიდერი სახელმწიფოები არიან, მათ შორის საუბარია მძიმე შეიარაღებაზეც. სლოვაკეთი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა უკრანისთვის სარაკეტო-საზენიტო C-300-ის ტიპის დანადგარები.

სანაცვლოდ სლოვაკეთმა აშშ-სგან პატრიოტის ტიპის ანტი-სარაკეტო სისტემები მიიღო. არსებული ცნობებით სარაკეტო სისტემების ნაწილი ამ დროისთვის გერმანიაში და ნიდერლანდებშია განთავსებული. 

მარტში პოლონეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის თავისი თვითმფრინავი ნატოს გადასცეს რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, საიდანაც ალიანსი ამ თვითმრინავების უკრანისთვის გადაცემას ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოფა. 

მაშინ პოლონეთის წინადადებაზე პენტაგონში განაცხადეს, რომ პოლონეთის წინადადება ლოჯისტიკურ სირთულეებს შეიცავდა. 

 

მსგავსი სიახლეები