ტრამპის თქმით, უკვე 'თითქმის' გადაწყვიტა უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდება

დონალდ ტრამპმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას გადაწყვიტა თუ არა უკრაინისთვის Tomahak-ების ტიპის შორეული რაკეტების გადაცემა. 

ვითარების არსი: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

  • "დიახ, მნიშვნელოვანი ხარისხით მე თითქმის (Sort Of) ასეთი გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ უნდა გავარკვიოთ როგორ გამოიყენებენ ამ რაკეტებს, სად გაგზავნიან. ვფიქრობ ეს კითხვა უნდა დავსვა"- თქვა ამერიკელმა პრეზიდენტმა. 
  • საუბარია უკრაინის შეიარაღების ახალ სქემაზე, რომლის ფარგლებში უკრაინისთვის საჭირო შეიარაღებას ნატოს წევრი სახელმწიფოები ამერიკისგან ყიდულობენ.

სტრიქონებს შორის: გასულ კვირას დასავლური მედია წერდა, სექტმებერში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა დათანხმდა უკრაინის განკარგულებაში არსებული შეიარაღების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნას, თუმცა უარი თქვა Tomahawk-ების მიყიდვაზე. 

  • მოგვიანებით, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ შორეული რაკეტების საკითხის განხილვა გრძელდებოდა და საბოლოო გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი მიიღებდა. 

დიდი სურათი: ცოტა ხნის წინ ვალდაის ფორუმზე დასმული კითხვის პასუხად ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემა, მიმდინარე ომის ესკალაციის ახალი ფაზა იქნება და რომ ეს "მოსპობს რუსეთ-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო თვეების განმავლობაში გამოკვეთილ დადებით ტენდენციებს. 

  • მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ეს დაანგრევს" ორმხრივ ურთიერთობებს. 

კონტექსტი: აღნიშნული რაკეტების მოქმედების რადიუსი დაახლოებით 2500 კილომეტრია, ამგვარად მათი მეშვეობით უკრაინა შეძლებს დარტყმების განხორციელებას არამხოლოდ მოსკოვსა და პეტერბურგზე, არამედ რუსეთის კიდევ 60 მოშორებულ რეგიონზე. 

  • ამ საკითხზე გამოქვეყნებულ ვრცელ მასალაში საინფორმაციო სააგენტო Reuters წერდა, რომ მარაგების სიმცირისა და სხვა ტექნიკური სირთულეების გამო TOMAHAWK-ების გადაცემა ნაკლებად მოსალოდნელია. 

  • გამოცემის ცნობით, უკრაინა სავარაუდოდ სხვა ტიპის შეიარაღებას მიიღებს, რომლის მოქმედების რადიუსიც TOMAHAWK-ზე ნაკლებია, თუმცა ჯერადად აღემატება უკრაინის არმიის ახლანდელ შესაძლებლობებს. 

მსგავსი სიახლეები