მირზოიანი: მივესალმებით ევროკავშირთან ვიზების გაუქმებაზე დიალოგის დაწყებას
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სტრუქტურებს და წევრ ქვეყნებს სომხეთის მხარდაჭერისთვის და ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის.
"ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებს სომხეთისთვის დახმარების გაწევის შესახებ, ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში და დიალოგის დაწყებაზე ვიზალიბერალიზაციის შესახებ." - თქვა მან.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობაში, პარტნიორობა, რომელიც ღრმავდება საერთო ღირებულებებისა და პრინციპების, ასევე სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის ხედვის საფუძველზე. მე გულწრფელ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს ევროკავშირის ინსტიტუტებიდან და წევრი ქვეყნებიდან," - აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
ევროკომისიამ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყება გადაწყვიტა.
Reuters-ის ცნობით, საუბარია მოკლევადიანი მოგზაურობის უვიზო რეჟიმზე: "ასეთი რეჟიმები უკვე აქვს ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას, მათ შორის მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს."
გარდა ამისა, პირველად ევროკავშირი სომხეთს 10 მილიონ ევროს გადასცემს ევროპის მშვიდობის ფონდიდან. დახმარების მიზანია სომხეთის შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდა და კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაუმჯობესება.