მიშელი: რუსული აქტივების კონფისკაცია და ამ ფულით უკრაინის დახმარებაა საჭირო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას და მიღებული სახსრებით უკრაინის დახმარებას ემხრობა.

 

მიშელის თქმით, რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები და რუსი ოლიგარქების დაყადაღებული ქონება უკრაინის „აღმშენებლობისთვის“ უნდა იყოს გამოყენებული.

„ეს სამართლიანობის საკითხია“, - ამბობს ევროკავშირის ლიდერი უკრაინულ Interfax-თან ინტერვიუში.

მიშელმა განაცხადა, რომ კონფისკაციის პროცესი „გრძელი და ხანგრძლივი“ იქნება, რაც წევრი ქვეყნების განსხვავებული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.

„[საბჭომ] რაღაც სამართლებრივი გამოსავალი უნდა იპოვოს, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით, რაც ამ ხალხის [რუსი ოლიგარქების] ქონების კონფისკაციას შესაძლებელს გახდის“, - ამბობს მიშელი.

მსგავსი სიახლეები