მოკლული რეჟისორის მეგობარი: ის რუსებმა ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს
მარიუპოლში მოკლული ლიეტუველი დოკუმენტალისტის, კვერავადავიჩისიუსის მეგობრის თქმით, რეჟისორი რაკეტის მოხვედრის შედეგად არ მომკვდარა, არამედ ის რუსმა ოკუპანტებმა დახვრიტეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა Insider რეჟისორის პირად მეგობარზე, ალბინა ლვუტინაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ლიეტუველი დოკუმენტალისტი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც იმ ავტომობილს, სადაც ის იჯდა, რაკეტა მოხვდა.
"უსულო რუსმა ოკუპანტებმა მანტასი ტყვედ აიყვანეს და მოკლეს, მერე კი გვამი მიაგდეს. მანტასის გმირმა ცოლმა შეუძლებელი შეძლო. მან იპოვა ქმრის ცხედარი გაუჩერებელი დაბომბვების მიუხედავად და შეძლო მისი სამშობლოში გადასვენება. იმისთვის, რომ საფრთხე არ შექმნოდა მის სიცოცხლეს და არ გაექროთ მანტასის ცხედარი საჭირო იყო ინფორმაციის გასაიდუმლოება. მანტასის გარდაცვალების შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია მედიაში მოხვდა, არაფრის გაკეთება აღარ შეიძლებოდა", - წელს ალბინა ლვუტინა თავის ფეისბუკზე.
მისი თქმით, ლიეტუველი დოკუმენტალისტი არა 2 აპრილს, არამედ უფრო ადრე მოკლეს. იმ დროს, როდესაც მანტასის გარდაცვალების შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის ოფისმა განაცხადა, მისი ცოლი რუსეთის ტერიტორიას ტოვებდა.
ლიეტუველი რეჟისორის ერთ-ერთი ბოლო ფილმი მარიუპოლისი მოგვითხრობს ფრონტისპირა ქალაქის [მარიუპოლის] ცხოვრებაზე 2014-2015 წლებში.