მომავალ კვირას აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს - Reuters
მომავალ კვირას, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უნდა გამოაცხადოს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 200 მილიონი დოლარი იქნება.
ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტის შემადგენლობა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია.
პაკეტი ოთხშაბათს, ბრიუსელში, რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე გამოცხადდება.
Reuters-ის ცნობით, ახალი პაკეტი დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ღირებულების იქნება და შეიძლება მოიცავდეს იმ ტიპის საბრძოლო მასალას და ჯავშანტექნიკას, რომლებიც ბოლო დახმარების პაკეტებში იყო.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, შეერთებულმა შტატებმა კიევს $43.9 მილიარდზე მეტი სამხედრო დახმარება გადასცა.