მომავალ კვირას ჰარისი ვაშინგტონში ზელენსკის შეხვდება - Bloomberg
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი მომავალ კვირას ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ზელენსკის ასევე ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრა სურს გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულის ფარგლებში.
18 სექტემბერს, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეუძლია ზელენსკის მომავალ კვირას შეხვდეს, როდესაც ის ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ჩავა.
ზელენსკიმ თქვა, რომ მას სურს საკუთარი სამშვიდობო გეგმა ბაიდენს, ჰარისს და ტრამპს წარუდგინოს.
უკრაინის პრეზიდენტი 25 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.