მოპარული უკრაინული ხორბლით დატვირთული რუსული გემი სირიაში ჩავიდა - AP News

უკრაინაში მოპარული ხორბლით დატვირთული რუსული გემი სირიის საპორტო ქალაქ ლატაკიაში ჩავიდა, წერს სააგენტო Associated Press-.

სააგენტო ინფორმაციას სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც რუსული დროშის ქვეშ მცურავი მატროსი პოზინიჩი ჩანს.

უკრაინა რუსეთს ომის დაწყების შემდეგ 27 000-მდე ტონა მარცვლეულის მიტაცებაში ადანაშაულებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთს თავდაპირველად ხორბლის ნაწილის ეგვიპტისთვის მიყიდვა სურდა, რომელმაც საქონლის მიღებაზე უარი განაცხადა.

რუსეთი სირიის სამოქალაქო ომში ბაშარ ასადის მხარეს 2015 წელს ჩაერთო და სირიაში საჰაერო და საზღვაო ბაზებს აკონტროლებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინმა დონბასის იერიშის გასაძლიერებლად სირიაში დისლოცირებული რუსი სამხედროების უკრაინაში გადასროლის ბრძანება გასცა.

 

მსგავსი სიახლეები