მორავიეცკი: პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ ვაგნერი კიდევ უფრო საშიში გახდება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი შიშობს, რომ ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ ვაგნერის მებრძოლებს უშუალოდ კრემლი გააკონტროლებს, რაც მათ კიდევ უფრო საშიშს გახდის.

ამის შესახებ Onet წერს.

"მე კომენტარს არ გავაკეთებ იმაზე, არის თუ არა ეს დამთხვევა," - თქვა მორავიეცკიმ იმ ავიაკატასტროფაზე საუბრისას, რომელსაც სავარაუდოდ პრიგოჟინი ემსხვერპლა.

"ვფიქრობ, პოლონელებს შეუძლიათ ამაზე პასუხის თავად გაცემა. ვაგნერის დაჯგუფების კონტროლს ახლა პირდაპირ პრეზიდენტი პუტინი დაიწყებს. მოდით, ახლა ყველამ თავად გადაწყვიტოს, ბელორუსში განთავსებული ვაგნერი ახლა უფრო დიდი საფრთხეა თუ ნაკლები." - დაამატა მან.

მორავიეცკიმ ასევე თქვა, რომ, რა თქმა უნდა, პუტინი ვაგნერს პროვოკაციებისთვის, შანტაჟისთვის, თავდასხმებისთვის და "ყველა სახის ნაბიჯებისთვის გამოიყენებს, რაც უსაფრთხოების პოლიტიკას შეარყევს."

მსგავსი სიახლეები