მორავიეცკი ტუსკზე: იუდა, თაღლითი, მატყუარა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ სიანოვში ვიზიტისას, მთავარი ოპოზიციური პარტიის სამოქალაქო პლატფორმის ლიდერზე, დონალდ ტუსკზე ისაუბრა.

მორავიეცკის სიტყვებს სახელმწიფო სააგენტო PAP ციტირებს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გაიხსენა, რომელიც "მოვიდა პოლონეთში, ცოტა ხანს წვრთნიდა ჩვენს ეროვნულ გუნდს, შემდეგ კი ფული გაახვია და ბრაზილიაში წავიდა, რადგან ვიღაცამ რაღაც შესთავაზა. ჟურნალისტებმა მას ჭაღარა მთხრობელი უწოდეს."

მორავიეცკიმ პარალელები გაავლო მწვრთნელსა და დონალდ ტუსკს შორის, რომელიც ახლა ხალხს ჰპირდება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საპენსიო ასაკს არ გაზრდის, ადრე, როგორც მთავრობის მეთაურმა, საპენსიო ასაკი გაზარდა.

"წარმოგიდგენიათ, პოლონეთს ხელმძღვანელობდა? მან გაზარდა პოლონელებისთვის, თვითონ უფრო ადრე წავიდა (პენსიაზე. - ​​რედ.), მანამდე კი იცრუა, რომ საპენსიო ასაკს არ გაზრდიდა, ის იუდაა, თაღლითი, მატყუარა, ასე შემიძლია მოკლედ დავახასიათო," - აღნიშნა მან.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა სიფრთხილით მოვეკიდონ მათ, ვინც "დღეს მელის ტყავში გადაცმული შევა საქათმეში და შეეცდება ყველანაირი დაპირება გასცეს, შეცდომაში შეყვანოს ხალხი, მომავალი ვარდისფერ ფერებში წარმოაჩინოს."

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება, სადაც მმართველი პარტია კანონი და სამართლიანობა, სავარაუდოდ, 2014 წლის შემდეგ პირველად დაკარგავს უმრავლესობას.

ამ ფონზე იზრდება ულტრამემარჯვენე და ანტიუკრაინული პოლიტიკური ძალის, კონფედერაციის რეიტინგი, რომლის პოლონეთის მომავალ მთავრობაში შესვლაც გამორიცხული არ არის.

მსგავსი სიახლეები