მორავიეცკი: უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ევროკავშირის ფონდის გაზრდას ვითხოვთ
პოლონეთი დაჟინებით მოითხოვს ევროპის მშვიდობის ფონდის დაფინანსების გაზრდას, რომელიც აფინანსებს იარაღის შეძენას ევროკავშირის ქვეყნებისთვის და უკრაინისთვის. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ 23 მარტს, ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს პოლონეთმა უკრაინას გაუგზავნა იარაღი და აღჭურვილობა და ყიდულობს ახალს საკუთარი არმიისთვის, კერძოდ, Krab-ის თვითმავალი ჰაუბიცები და Rosomak-ის ჯავშანტექნიკა.
მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ ამისთვის ქვეყანა იყენებს ევროპის მშვიდობის ფონდიდან მიღებულ თანხებს და უკრაინის და მთელი ევროპის თავდაცვითი პოტენციალის ეფექტიანად გაზრდის მიზნით, მისი შესაძლებლობები უნდა გაფართოვდეს.
"დაახლოებით ორ-სამ კვირაში პოლონეთი მიიღებს კიდევ 200 მილიონ ევროს ევროპის მშვიდობის ფონდიდან, ანუ დაახლოებით 1 მილიარდ ზლოტს, რომელსაც გამოვყოფთ თავდაცვის პოლიტიკისთვის. მეც მოვითხოვე და ამაზე გავამახვილე ყურადღება, რომ ამ ფონდის დაფინანსება გაიზარდოს და იყოს არა 3.5 მილიარდი ევრო, როგორც ახლა, არამედ ბევრად მეტი", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.