მოსადის ხელმძღვანელი: ირანს სურს რუსეთს უფრო მეტი იარაღი გადასცეს

ირანი ცდილობს რუსეთს უფრო დიდი რაოდენობის შეიარაღება გადასცეს. ამის შესახებ 22 დეკემბერს, ისრაელის დაზვერვის, "მოსადის" დირექტორმა დევიდ ბარნეამ განაცხადა.

"ჩვენ ირანის სამომავლო განზრახვებზე ვსაუბრობთ, რომლის დამალვასაც ისინი (ირანის ხელისუფლება - რედ.) ცდილობენ, გააღრმავონ და გაზარდონ რუსეთისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდება, გააფართოვონ ურანის გამდიდრების პროცესი და გააძლიერონ თავდასხმები მეგობარ (ისრაელის - რედ.) მუსლიმურ ქვეყნებზე რეგიონში", - თქვა ბარნეამ.

"მოსადის" ხელმძღვანელმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დეკემბრის დასაწყისში გამოთქვა შეშფოთება თეირანსა და მოსკოვს შორის "სრულმასშტაბიანი თავდაცვის პარტნიორობის" შესახებ.

ნოემბერში თეირანმა აღიარა, რომ რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატებს აგზავნიდა, მაგრამ ამავე დროს განაცხადა, რომ ისინი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებამდე გადასცეს.

გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენლმა ლინდა თომას-გრინფილდმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან შეძენილ იარაღს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევით იყენებს.

მსგავსი სიახლეები