მოსკოვში ადმინისტრაციულ შენობებზე საზენიტო კომპლექსები განალაგეს - რა ვიცით

მოსკოვის ცენტრში 2 ადმინისტრაციული შენობის სახურავზე საზენიტო კომპლექსები განათავსეს, მათ შორის Панцир-ის დანადგარი განალაგეს თავდაცვის სამინისტროს შენობის სახურავზეც. 

ამ პროცესის ამსახველი ფოტოები მთელი დღის განმავლობაში რუსულ ტელეგრამ არხებსა და მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა. 

რა ვიცით

ერთ-ერთი პირველი ვინ სისტემების განთავსების ამსახველი ფოტო გაავრცელა, სამხედრო-ანალიტიკური ცენტრ OSINT-ის მკვლევარი, მაიკ ბოროვიცი იყო. 

ფოტოზე ვხედავთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სათავო შენობას ფრუნზეს სანაპიროზე, მეორე ფოტო მეტროსადგურ ტაგანკსაიასთან არის გადაღებული. 

ამ საკითხზე აქტიურად წერდნენ ფაშისტური სამხედრო ტელეგრამ არხები - "როგორც ჩანს ამის მიზანი სხვადასხვა ტიპის დრონების შესაძლო თავდასხმისგან თავის დაცვაა. ამ საკითხში ჯობია ზედმეტი ყურადღება გამოვიჩინოთ"- წერს ბორის როჟინი, პოპულარული Z ბლოგერი. 

ვაგნერთან დაკავშირებული არხი Военный осведомитель წერს, რომ ეს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ნაწილია - "ქალაქის ფარგლებში საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგება უმიზეზოდ არ ხდება. სავარაუდოა, რომ სამხედროებს შესაძლო დატყმის ეშინიათ". 

საყურადღებოა ისიც, რომ გასულ კვირას რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ფოტოები, რომელზეც ასახული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაადგილება მოსკოვის ცენტრში - ლოსინის კუნძულისა და ტემერიაზევოს აკადემიის მახლობლად. უკრაინის შესაძლო დარტყმის შესახებ მაშინაც ბევრი იწერებოდა. 

31 დეკემბრის დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ახალი წლის ღამეს დედაქალაქის ცას სულ 1 800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიცავდა. 

კონტექსტი 

რუსეთის სიღრმეში უკრაინის მხრიდან დარტყმის შესაძლებლობაზე საუბრები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დეკემბერში რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ბაზირების აეროდრომებს ორჯერ დაესხნენ თავს დრონებით. 

საუბარია დიაგილევოს და ენგელსის აეროდრომებზე, რომლებიც ფრონტის ხაზიდან 500-700 კილომეტრით არის დაშორებული. ოფიციალური ინფორმაციით უკრაინას ამ სიშორეზე მოქმედი შეიარაღება არ გააჩნია, მათ შორის ამ ტიპის შეიარაღება უკრაინისთვის დასავლეთს ქვეყნებსაც არ გადაუციათ. 

 

მსგავსი სიახლეები