მოზამბიკის კონფლიქტმა 330 000 ბავშვი უსახლკაროდ დატოვა
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, მოზამბიკში კაბო დელგადოს პროვინციაში 335 000 ბავშვი უსახლკაროდ დარჩა.
მათი ნახევარი აიძულეს ტერიტორია დაეტოვებინათ.
სააგენტოს თქმით, ჯამში 732 000 ადამიანი იქცა ლტოლვილად.
ათასობით ოჯახი მოზამბიკის სხვა პროვინციებში - ნამპულაში, ნიასაში და ზამბეზიაში გადავიდნენ.
ლტოლვილების უმრავლესობას ოფიციალური დოკუმენტები არ გააჩნია და სხვა ქვეყნებში გადასვლა მათთვის პრობლემურია.