ნატოს გენერალური მდივანი: უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია
უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 21 თებერვალს, ბრიუსელში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. როდესაც ეს ომი დასრულდება, ჩვენ უნდა მივიღოთ გრძელვადიანი უსაფრთხოების ზომები უკრაინაში. უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა არ გააგრძელოს ევროპის უსაფრთხოების განადგურება. და გავარღვიოთ რუსული აგრესიის წრე", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, "ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება."
"და თქვენ მხარდასაჭერად, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ", - დაარწმუნა სტოლტენბერგმა კულება.
კულებამ, ბორელმა და სტოლტენბერგმა 21 თებერვალს, ბრიუსელში, მონაწილეობა მიიღო უკრაინა-ევროკავშირი-ნატოს პირველ სამმხრივ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.