ნაუსედა: უკრაინა არ იქნება იმედგაცრუებული ნატოს სამიტის გადაწყვეტილებით
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომდევნო სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად უკრაინელები იმედგაცრუებულები არ იქნებიან.
ამის შესახებ გაიტანას ნაუსედამ LRT-ს საუბარში განაცხადა.
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ვილნიუსის სამიტზე ჩასულმა ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლოა ვერ მიიღოს ყველაფერი, რასაც უკრაინა ითხოვს, თუმცა მიიღებს "ძალიან ბევრს."
ნაუსედას თქმით, ამ დროისთვის ალიანსში განხილვის მთავარი თემა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხია - "მაქვს განცდა, რომ ჩვენ მოვძებნით ფორმულირებას, რომელიც არ გაუცრუებს იმედებს უკრაინელებს და რომლითაც უფრო მეტს ვიტყვით, ვიდრე ჩვეულებრივ ვაჟღერებთ ხოლმე."
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ვილნიუსში გასამართ სამიტზე ალიანსის ცალკეული წევრები უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს წარმოადგენენ.
ცოტა ხნის წინ, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა ჯო ბაიდენს მიიწვიოს უკრაინა ნატოში უკვე ახლა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.