NBC News: აშშ-ს დაზვერვა უკრაინას რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაში დაეხმარა

ომის დაწყების შემდეგ აშშ უკრაინას მოსალოდნელი რუსული სარაკეტო და საავიაციო იერიშების შესახებ დეტალურ სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის, წერს NBC News-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

წყაროს თანახმად, უკრაინას დროული სადაზვერვო ცნობები საზენიტო სისტემების და ავიაციის იერიშის ზონიდან გარიდების საშუალებას აძლევს.

ამერიკელი მაღალჩინოსნების ინოფრმაციით, უკრაინამ ომის პირველ დღეებში რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოგდება ამერიკელების მიწოდებული ოპერატიული ინფორმაციის დახმარებით შეძლო.

„ჩვენს მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სადაზვერვო ცნობები მნიშვნელოვანი იყო როგორც ტაქტიკურ, ასევე სტრატეგიულ დონეზე. მათ ... [უკრაინის თავდაცვაში] არსებითი როლი შეასრულეს“, - ამბობს NBC News-თან ერთ-ერთი მოქმედი თანამდებობის პირი.

რუსეთის მიერ ომის დაწყებამდე კვირებით ადრე ამერიკულმა დაზვერვამ მობილიზებული საოკუპაციო ძალების რაოდენობის და იერიშის დაწყების თარიღის შესახებ ცნობები გაასაჯაროვა, რაც მაღალი სიზუსტით დადასტურდა.

მსგავსი სიახლეები