ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია: მოსადის უფროსი კატარშია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი კოლეგები ჩანან, რომლებიც მოსადის უფროს დევიდ ბარნეასთან საუბრობენ, "რომელიც ამჟამად ყატარშია."

ისრაელის პრემიერის ადმინისტრაციის თქმით, სატელეფონო საუბარი"ამაღამ მძევლების გათავისუფლების წინ" შედგა.

მოსადის ხელმძღვანელი დევიდ ბარნეა დოჰაში CIA-ს დირექტორ ბილ ბერნსს და კატარელ მაღალჩინოსნებს შეხვდება.

ომის დაწყების შემდეგ, ეს ბარნეას მესამე ვიზიტია კატარში. მან ასევე კატარელ მაღალჩინოსნებს უმასპინძლა ისრაელში, რადგან დოჰა ისრაელსა და ჰამასს შორის შუამავალია.

დღეს ისრაელელი მძევლების მეხუთე ჯგუფი გათავისუფლდება. ჰამასმა უკვე 50 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ.

ისრაელისა და ჰამასის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც მძევლების პატიმრებში გაცვლა დაიწყო, კიდევ 2 დღით გახანგრძლივდა. ისრაელი ყოველდღე 10 მძევალს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები