ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინას 8 ლეოპარდ 2-ის ტიპის ტანკს გადავცემთ

ნორვეგიის ხელისუფლება აგრძელებს უკრაინისთვის დახმარების გაწევას, რაც ამჯერად ლეოპარდ 2-ის ტიპის ტანკებსა და დამხმარე ტრანსპორტში გამოიხატა. 

თავდაცვის მინისტრის, ბიორნ გრამის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დახმარების პაკეტში საბრძოლო მასალები და სათადარიგო ნაწილებიც იქნება. 

"ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა"- განაცხადა გრამმა, რომელმაც ასევე დაამატა, რომ პოლონელებთან ერთად, ნორვეგიელები უკრაინული სატანკო ნაწილების ჯარისკაცების გადამზადებას აპირებენ. 

ამ სიახლეს წინ უძღვოდა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის, ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბარი, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. 

ომის განმავლობაში, ნორვეგია აქტიურად ახორციელებს უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.

რამდენიმე დღს წინ ცნობილი გახდა, რომ შემდგომი 5 წლის განმავლობაში, ნორვეგიელები უკრაინას 7 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევენ. 

 

 

მსგავსი სიახლეები