Новая газета: ჰეზბოლას პირველი მებრძოლები უკრაინაში 29 მარტს ჩავლენ
ლიბანის ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა უკრაინაში 800-მდე მებრძოლს გაგზავნის, წერს Новая газета.
მათი ცნობით, უკრაინაში ბოევიკების გაგზავნაზე მოლაპარაკებებს სამხედრო კომპანია "ვაგნერის" წარმომადგენელი ალექსანდრ კუზნეცოვი აწარმოებდა.
პირველი 200 მებრძოლი ბელორუსის გომელის საჰაერო ბაზაზე 29 მარტს უნდა ჩავიდეს.
რუსული გამოცემის ცნობით, ჰეზბოლამ რეკრუტირების ცენტრები სირიის ქალაქ კუსეირში, ალეპოში, იაბრუდსა და საიიდა-ზეინაბში, ასევე ბეირუთის (ლიბანი) სამხრეთ გარეუბანში გახსნა, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება აკონტროლებს.