NYP: ტრამპი პუტინს მხოლოდ ზელენსკითან შეხვედრაზე თანხმობის შემდეგ შეხვდება

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება თუ რუსეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის გამართვას დათანმხდება. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებული New York Post ავრცელებს

  • "ტრამპთან შეხვედრის მისაღებად ვლადიმირ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა შეხვდეს"- ამბობს ტაბლოიდთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

  • თეთრ სახლში გამოცემის წყაროების ამბობენ, პუტინისა და ტრამპის შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ვლადიმირ პუტინი მანამდე უკრაინელ პრეზიდენტს შეხვდება. 
  • თავის მხრივ შესაძლო სამმხრივი სამიტი ახსენა უშუალოდ დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

  • ამავე წყაროების ცნობით, ლიდერების შეხვედრის ინიციატივა რუსეთისგან წამოვიდა, რაზეც დონალდ ტრამპმა მზაობა გამოხატა. 


Big Picture: რამდენიმე საათით ადრე ტრამპთან პოტენციური შეხვედრის თემას გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინიც - მისი თქმით, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელმა მხარემ გააჟღერა პრეზიდენტების შეხვედრის იდეა პირველად. 

  • პუტინმა ასევე განაცხადა, რომ არ არის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი, თუმცა საჭიროა გარკვეული წინაპორიბების დაკმაყოფილება, "სადამდეც ჯერ კიდევ შორია." 

  • რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპთან შეხვედრის ერთ-ერთ შესაძლოა ადგილად არაბთა გაერთიანებული საამიროები დაასახელა. 

Сontext: ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირადი შეხვედრის საკითხი აქტუალური იყო ამერიკელი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან მოყოლებული - დასავლური პრესა წერდა, რომ შეხვედრა მიმდინარე წლის მარტში შემდგარიყო.

  • პირადი შეხვედრის საკითხზე ამერიკული მხარე მეტ ღიაობას ავლენდა, ხოლო კრემლში ამბობდნენ, რომ საჭიროა შეხვედრი მომზადება და სამიტი ასე სწრაფად ვერ შედგებოდა. 

  • ვლადიმირ პუტინმა პირადი შეხვედრის ინიციატივა მიმდინარე წლის მაისში, უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების დროს უარყო - მაშინ ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები გამოთქვამდნენ მზაობას პირადად ჩასულიყვნენ სტამბოლში, თუ ვლადიმირ პუტინიც ჩავიდოდა. 

  • New York Times-ის ცნობით, სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობაზე ისაუბრა ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო ზარის დროს. 

  • ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ გერმანიის კანცლერი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერი, ნატოს გენერალური მდივანი, შტატების ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და სტივ უიტკოფი. 

მსგავსი სიახლეები