NYT: ირანელი ინსტრუქტორები უკვე ყირიმში არიან და რუს სამხედროებს წვრთნიან
ირანმა ოკუპირებულ ყირიმში 'რევოლუციის გუშაგთა' კორსპუსის ინსტრუქტორები გაგზავნა, რომლებიც დრონების გამოყენებაში რუს სამხედროებს წვრთნიან.
ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, წვრთნის პროცესი ყირიმის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს, სადაც რუსეთის მიერ შეძენილი ირანული დრონებია დასაწყობებული.
ირანელი ინსტრუქტორების გაგზავნის საჭიროება, რუსი სამხედროების მიერ, ირანული დრონების გამოყენებებისას დაშვებული სისტემატური შეცდომების შემდეგ დადგა, რამაც დრონების ეფექტიანობა მკვეთრად შეამცირა.
არსებული ცნობებით, ირანელი ინსტრუქტორები ფრონტის ხაზის მოშორებით იმყოფებიან და ჯერჯერობით უცნობია, მონაწილეობენ თუ არა უშუალოდ, დრონების მართვაში.
ასევე უცნობია. ყირიმში მყოფი ირანელი ინსტრუქტორების ზუსტი რაოდენობა.
სავარაუდოა, რომ სწორედ ირანელი ინსტრუქტორების ჩასვლას უკავშირდება ოკუპანტების მიერ დრონების გამოყენების გახშირება - ბოლო კვირების განმავლობაში. ირანული წარმოების დრონები. რუსეთის მიერ განხორციელებულ ყველა იერიშში აქტიურად გამოიყენებოდა.
თავის მხრივ, ირანის რეჟიმი დრონების რუსეთისთვის გადაცემას უარყოფს.
ირანული დრონების გამოყენებას უარყოფს რუსეთიც - კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, საომარ მოქმედებებში მხოლოდ რუსული წარმოების შეიარაღება გამოიყენება.
მიუხედავად ამისა, უკრაინელებმა, ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ჩამოგდეს პირველი ირანული დრონი.
მათი ინფორმაციით, ირანული დრონების 70%-ს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა წარმატებით ანადგურებს.